Explore the lyrics to '
Pinecone Copy' by
OCHOKOCHI. If you're here to dive deeper into the song’s meaning, you've come to the right place! Here, you’ll find the full lyrics to
OCHOKOCHI - Pinecone Copy, so you can sing along, analyze the words, or simply enjoy the music in a whole new way.
pinecone copy
by OCHOKOCHI
ვაიბი მწვანე ტყიანი
გირჩების ეგზემპლარი
ვაიბი მწვანე ტყიანი გირჩების ეგ სემპლი არი
წიწვის ალერსს ეზიარე
არ მიაყენო ზიანი
ბილიკი ნახე მზიანი
გესმის ბალახის შრიალი?
მაგათი ჩურჩული არი
შენ არ გაჩერდე იარე
სანამ გახდება გვიანი
სალამური მუდამ თან მაქვს
ცადამყვანა - ცხრა მთას
საირმეში წყაროსთან ვარ ირემივით ვსვამ წყალს
სოკოები ჩანთაში
როგორც ხმალი ქარქაშში
ოჩოპინტრე დახტუნაობს ტყეებშია განგაში
მიწა მაქ ხელში ფხვიერი
ყვავილები სახიერი
სათვალით მე ბუს იერი
დათვის მადა სულ მშიერი
თითქოს ვარ გადამთიელი
კავკასიის ნაშიერი ვარ
პატარა მარა ხნიერი ვარ
მე მგლის ვოლიერი ვარ
მთების ინდიელი ვარ
ზღვა არა მე მიწიერი ვარ
ქალაქში სულ ცარიელი ვარ
ამიტომ ტყეა ჩემი ბინააა
მომე ნაბადი რა
დალიმ ინადირა
ყაზბეგიდან წყარო ანკარა ჩამოედინა
შელობს მივეც ქირა
კვირა? - კი მეთქი რა
თუ მესაუბრები ცოტა ქენი გარეკილად
ოკარინა ყელზე
სტრია-რუნები წელზე
მე ისე ვეტრფი ბუნებას
როგორც გოლუმი ბეჭედს
მივაკთხე ჩემს მჭედელს
ქამარ-ხანჯალი ჭედეს
ისეთი შელოცვილი ოინ
ჭინკებს რო იჭერდეს
მე ვცდილობ არ მოგბეზრდე
ამიტომ მუდამ მტესტე
შავ მაგიას ნუ მომაცხობ
ქათქათა მე ცხვრის ვესტზე
ვაჟამ მატირა შველზე
მარტო დარბოდა ველზე
მითოლოგიზირებული მიჯაჭვული ვარ ტყეზე (ოჩოოო)
მოდი გიამბო
მოდი აბა რამე გითხრა
აჰა სიამბორე
ოჩოკოჩი მე მთების თხა
ჩლიქები აქო
ალბათ ეგრე გაიფიქრა
მღერის იადონი
ასე მომაწვდინა სიტყვა
მასე მომაწვდინა ძერამ
თავის მტაცებლური ცქერა
ისე მომინუსხა გული ეგრე ამომიკერა
ვერ შევეშვი ფლორას
ვერც ფაუნას ვერა ვერა
ზუკამ არა მარა ტექსტი ოჩომ დამიწერა
შავი თეთრი
გავიდა დრო
გული კეთრია მარა უსინათლო
სულების საფლავს ობი ედო
ხელი პირზე! იქნებ გაინაბო
მინდა რო ცაზე მეკიაფო
რქები მაქ ვითომ მე ნიამორი
მოვიდა ტახი მივეცი რკო
ავდექი დილა ადრიან
მთვარე რომ ჯერ კიდევ ცაზე ბადრია
საღამოს ნიავი ნაზი
ნამიანი ტოტების სუნი მკაცრია
ნაძვებს შეერია ჩემი აჩრდილი
ფიჭვი და ფესვები არის სადილი
და ექსპერიმენტები ყოველდღე დილიდან
დინებას მივყვები ყოველთვის, დინება მომყვები იქიდან - გაღმა ნაპირიდან, ჯადო ვაღებინე შავი მე პირიდან
ციცინათელები გავუშვი ქილიდან
დევების ღვინო მოვიპარე კი ლიტრა
ასი თასი გამოვცალე
ასივე თავად დავმალე
მათგან დავამზადე ნაყენი
მანა ვხარჯე ვიწვალე
და შენ ელექსირს ხო დალევ?
ჰე! დაცდა არ მიყვარს მალე
მახვილი თუ დამიბლაგვდა
პირქუშ გესტუმრები ხვალე
As we wrap up our lyrical escapade, share your thoughts on the echoes that resonated with you in
Pinecone Copy by OCHOKOCHI. Music unites us, and your reflections add to the melody. Stay tuned for more musical discoveries!